598488820
info@limestudio.ge

FACEBOOK გვერდის მართვა

Facebook გვერდის შექმნა და მართვა მოყვარულის დონეზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მაგრამ წარმატების მისაღწევად მხოლოდ გვერდის შექმნა არ კმარა.
მთავარი სამუშაოები წარმატების მისაღწევად გვერდის შექმნის შემდეგ იწყება, რასაც ჩვენ გთავაზობთ.

Facebook გვერდის მართვა იყოფა რამდენიმე ეტაპად:

პირველ რიგში სანამ Facebook გვერდის მართვა დაიწყება, საჭიროა განისაზღვროს კომპანიის მიზნები და კომპანიის პოზიციონირების სტრატეგია სოციალურ ქსელში.

მოხდება სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა სქესის, ასაკის, ადგილმდებარეობის, ოჯახური მდგომარეობის, საქმიანობის სფეროსა და ინტერესების მიხედვით, რაც საშუალებას მოგვცემს თქვენი Facebook გვერდის მართვა იყოს მაღალ შედეგიანი, გაიზარდოს ცნობადობა და სამიზნე აუდიტორიაში გავაჩინოთ თქვენი პროდუქტისა თუ სერვისის მოთხოვნა ან მოლოდინი.

Facebook გვერდის მართვა საჭიროებს ზუსტი სამიზნე აუდიტორიის შერჩევას ჩვენი მხრიდან. ამ აუდიტორიის მიხედვით ჩამოყალიბდება სოციალური მედია სტრატეგია.

გვერდის მართვის ნაწილს წარმოადგენს Facebook გვერდისა და პოსტების ბრენდირება წინასწარ განსაზღვრული სტილით, რომელიც ექნება გვერდის ქავერს, პროფილის სურათს და თითოეული პოსტის სურათს, ანიმაციასა თუ ვიდეოს.

შეირჩევა თემატური პოსტები, რომლებიც იქნება საინტერესო, სახალისო ან საინფორმაციო, გვერდის მიზნებიდან და აუდიტორიიდან გამომდინარე. დამუშავდება შესაბამისი ფოტოსურათები ან დაიხატება თემატური სარეკლამო ბანერები.

Facebook გვერდის მართვის ღირებულება განისაზღვრება გვერდის აქტიურობიდან გამომდინარე:

  • პოსტების რაოდენობა თვეში
  • ბანერების დამზადება, ბრენდირება
  • პროფილის და ქავერის სურათების დახატვა/შექმნა
  • უკუკავშირი კომენტარებზე და შემოსულ შეტყობინებებზე
  • სამიზნე აუდიტორიების შექმნა
  • სარეკლამო კამპანიის წარმოება
  • რეპორტების მომზადება